გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მორიგ აქტს ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილსაც ესარჩლება: ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს

15:34 04-12-2018
გრიგოლ ვაშაძე  პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მორიგ აქტს ეხმაურება და  სალომე ზურაბიშვილსაც ესარჩლება: ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს
გაერთიანებული ოპზოიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ბიუჯეტის 40%-ით შეკვეცის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად ყველაფერს აკეთებს:
 
„ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ, ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოსი არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არცერთი მექანიზმი, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ,რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქალბატონი აირჩიეს,რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით.
 
მაგრამ ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
 
ამრიგად, გრიგოლ ვაშაძე ასრულებს სიტყვას, რომელიც დღეს რუსთავში წარმოთქვა:  ,,საქართველოს არა ჰყავს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ჰყავს მარტო ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას, თუ საჭიროა, დავიცავ" 
Read 662times