სიოსანი ქალები და დანებით შეიარაღებული ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებზე. ,, ჩემი სამეგობრო არის კარგად მობილიზებული'' - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი - დგანან და მედიას უტევს

12:19 28-11-2018
სიოსანი ქალები და დანებით შეიარაღებული ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებზე.  ,, ჩემი სამეგობრო არის კარგად მობილიზებული'' - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი  - დგანან და მედიას უტევს
 
„მცდელობები იქნება რა თქმა უნდა ექსცესების, მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. კარგად იცით თქვენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა, რომ მისი ტელევიზია იქნება ძალიან გამეცადინებული ამაში და მონაწილეც იქნება.
 
„თუმცა მობილიზება მეორე მხრიდანაც არის ძალიან კარგი და ნახეთ თქვენ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“.
 
ისევე მოხდება დღესაც, მცდელობები იქნება ძალიან დიდი.
უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ს მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული.
 
უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან. 10-დან 9 შემთხვევაში გაჟღერებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ზე არის სიცრუე, მაგრამ მობილიზება არის მოსახლეობის მაღალი.
 
დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი სამეგობროც არის კარგად მობილიზებული, არასამთავრობოებიც სწორ განწყობაზეც დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები. ძალიან დიდი სურვილია იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ, განათლებული, ღირსეული და კულტურული ერი. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
 
. ივანიშვილის მაღალი კულტურისა და მობილზებული სამეგობროს მოქმედება ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებმა არაერთ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს,  მათ შორის ზუგდიდშიც.სადაც ღიად მოქმედებენ ე.წ. ძველი ბიჭები.  და რა თქმა უნდა ეს მედიაზე  ივანიშვილის მარადიული გაღიზიანების დამატებითი ფაქტორია.
 
რუსთავი 2 -  ის შემდეგ დღეს ,ნიუ პოსტსაც'' შეუტიეს “, სააგენტოს  ჟურნალისტს ჩუღურეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ოცნების“ კოორდინატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მცირე ხნით ადრე კი 
 გლდანში ტვ პირველის ჟურნალისტი სცემეს, იგი -უფასო ავტობუსების გადასაღებად და პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა
 
 
 
 
Read 834times