"ქართული ოცნების“ კოორდინატორმა Facebook-ზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად მითითებულია დალუქული საარჩევნო სიებიდან ასლები - მურთაზ ზოდელავა

22:18 09-11-2018
"ქართული ოცნების“ კოორდინატორმა Facebook-ზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად მითითებულია დალუქული საარჩევნო სიებიდან ასლები - მურთაზ ზოდელავა
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს - მურთაზ ზოდელავამ დღეს ის ფოტომასალა გაავრცელა, რომელიც ფოთში არის გადაღებული და რომელზეც „ართული ოცნების“ კოორდინატორია ასახული. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ კოორდინატორი, ირინა ჩიქობავა სამაგიდო სიაზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დღესვე ილუქება და მასთან წვდომა მხოლოდ ცესკო-ს მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ.
 
„ეს არის "ქართული ოცნების“ კოორდინატორი ირინა ჩიქობავა, რომელმაც Facebook-გვერდზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად არის მითითებული დალუქული საარჩევნო სიებიდან ასლები. ფოთში მოხდა იგივე, რაც მოხდა კრწანისში. სუს-მა და ამაში დიდი ალბათობით, ურევია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია, მისი ნებართვის ეს ვერ მოხდებოდა. აქაც უტიფრად გახსნეს საარჩევნო ყუთი, დალუქული საარჩევნო სიები. ეს ხდება იმისთვის, რომ მოხდეს გაყალბება,“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
Read 979times