ქარის წისქვილებს დონ კიხოტი ებრძოლოს, ჩვენ მათ ყიდვას გვთავაზობენ

16:21 23-06-2017
ქარის წისქვილებს დონ კიხოტი ებრძოლოს, ჩვენ მათ ყიდვას გვთავაზობენ
"ქარის ელექტროსადგურის პროექტი, 2016 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით წარმატებით დასრულდა და გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ ასეთი პრეცედენტი, რომ გავაკეთოთ საჯარო შეთავაზება. საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველად შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, შეიძინონ წილი ამ პროექტში", -ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
 
"ეს არის პრივატიზაციის ასეთი ფორმა, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს პირველ რიგში საფონდო ბირჟას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ და ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, რომ ასევე შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე მომზადდება, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია და ეს არ იქნება ერთადერთი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გადავდგამთ არაერთ ნაბიჯს.
 
ვფიქრობ, მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. საქართველოს გააჩნია ჰიდროენერგია და მნიშვნელოვანია, რომ სწორად ავითვისოთ ჰიდროენერგია. ასევე უნდა ითქვას, რომ ქარის და მზის ენერგია საკმაოდ იაფდება, გამომდინარე ტექნოლოგიური განვითარებიდან და ვფიქრობთ, ამ მიმართულებებზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი.
 
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამ პროექტებისთვის, მათ შორის კახის გადავუხადო მადლობა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იყვნენ ჩართული", - განაცხადა პრემიერმა.
 
პრემიერის შეთავაზებას დაუყოვნებლივ მოუვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში: 
- ,,მიხვდა ალბათ, ალბათ წამგებიანია და ინვესტორს ტენიან".
- მაგ ელექტრო სადგურის აშენება დაჯდა 35 მილიონი ევრო. როგორ ფიქრობთ რამდენი ხანი უნდა იმუშაოს რომ ეგ თანხა ამოიღოს? ან ამოიღებს რომ? სწორედ მაგიტომ ვფიქრობ,-  რომ წამგებიანია
- თუ წელიწადში გამოიმუშავებს 3,5 მლნ ევროს ელ. ენერგიას, მაშინ 10 წელიწადში, თუ 7 მილიონისას მაშინ 5 წელიწადში. 
- ექსპლუატაციის ვადა მხოლოდ 15 წელი აქვს არ დაგვავიწყდეს. რაიონში კი ელ.ენერგიას ისე არ ხარჯავენ როგორც ქალაქში. - ამ დიალოგში ყველაფერია ნათქვამი.
 
 
Read 3694times