შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

15:42 29-07-2015
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

დღეს 3 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილია შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მათ მიეწოდებათ ინფორმაცია პრეზიდენტის პოზიციისა და შენიშვნების შესახებ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი კანონპროექტის გარშემო.  იგეგმება ალტერნატიული პროექტის წარდგენაც.

მოსალოდნელი ვეტო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას დააკანონებს,  რაც როგორც ევროკავშირის, ისე ავტორიტეტული  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან შეფასებულია როგორც საზიანო ნაბიჯი ეროვნული ბანკისა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური  პოლიტიკისთვის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრების მწვავე რექციას იწვევს.  

პრემიერის თქმით,  "კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ხელოვნურად ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ ასე ვთქვათ, აჟიოტაჟს და ჟრიამულს. ეს არის ხელოვნურად აგორებული რაღაც კამპანია, რომელიც რა თქმა უნდა აზიანებს ბიზნეს გარემოს საქართველოში. ამ ადამიანებს არ ესმით რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები. ასევე არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე."

თუმცა, სურს თუ არა ეს პრემიერს, პრეზიდენტის ვეტო, ექსპერტთა აზრით, გარდუვალია და აუცილებელი თუნდაც ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს დაძლევა, ისევე როგორც წინამორბედ შემთხვევაში, ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობისა და მთავრობისათვის არ იქნება რთული.  

Read 1969times