“ჩვენ გვინდა აქ სხვა ვლადიმერის ნახვა…” – ზელენსკი ჰააგის სასამართლოში

0
211

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა აქ სხვა ვლადიმერის ნახვა… დარწმუნებული ვარ, ეს მაშინ მოხდება, როცა გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ“ – ამ სიტყვებით დაიწყო თავის გამოსვლა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი.

“არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე”- აღნიშნა მან და პარტნიორებს კიდევ ერთხელ, ამჯერად ჰააგადან მოუწოდა თანამედროვე შეიარაღება გადასცენ უკრაინას.

“რაც უფრო ძლიერია იარაღი და რაც უფრო შორს არის მისი დიაპაზონი, მით უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეიძლება ყოველდღიური დაბომბვისგან”, – თქვა ზელენსკიმ.

მან ჰააგას, სადაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო მდებარეობს, “საერთაშორისო მართლმსაჯულების გული” უწოდა.

შეგახსენებთ, მარტში, ჰააგამ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების საერთაშორისო ორდერები გასცა, უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ფინეთიდან გვიან ღამით ჩავიდა.

წინა სტატია“არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე” – ზელენსკი
შემდეგი სტატიამსოფლიოს მოვუწოდებ, არ შეგეშინდეთ – ზელენსკის მიმართვა ჰააგადან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური