“არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე” – ზელენსკი

0
202

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებშია. სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა ვიდეოები, რომელშიც ასახულია, რომ გენერალური შტატების სენატში ჰააგაში უკრაინის პრეზიდენტს ტაშით დახვდნენ.

ამ წუთებში ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სიტყვით გამოდის და რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ბოროტებასა და ომის დანაშაულებზე საუბრობს. ზელენსკის გამოსვლის სათაურია – “არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე”.

ზელენსკის გამოსვლის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივიც მიაგეს.

ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ მარკ რუტესთან და პარლამენტის წევრებთანაც.

წინა სტატიარომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
შემდეგი სტატია“ჩვენ გვინდა აქ სხვა ვლადიმერის ნახვა…” – ზელენსკი ჰააგის სასამართლოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური