პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი უერთდება ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას

0
186

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი უერთდება”მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას. ცენტრი Twitter-ზე ევროპარლამენტის ყოფილი წევრის, რებეკა ჰარმსის პოსტს აზიარებს ფოტოებით თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით გამართული აქციიდან.

“ECPMF შეუერთდა პრესის თავისუფლების ორგანიზაციების ჯგუფს, რათა მისწეროს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჟურნალისტ ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით”, – წერს ცენტრი.

წინა სტატიაზელენსკი დღეს ნიდერლანდებში ჩავა და ჰააგაში სიტყვით გამოვა – მედია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური