შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ იყო. ცნობილი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის 1 წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.