კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში – ფაშინიანი

0
232

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ქართველი მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს. ფაშინიანმა წერილი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა.

“ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ.

ვუსამძიმრებ ვ.კიკაბიძის ოჯახს, მის ოჯახსა და მეგობარ ქართველ ხალხს.

კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში და თავისებურად გამოხატავს სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას”, – წერს ფაშინიანი.

ცნობისთვის, ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინა სტატია“დიდი პატივია, რომ ბუბა კიკაბიძე ჩვენი მეგობარი იყო” – ზელენსკი
შემდეგი სტატიაის იყო მთელი ეპოქა, ბედნიერებაა, რომ ის არსებობდა ჩემ ცხოვრებაში – გორდონი ბუბა კიკაბიძეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური