მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გონება უკვე მეექვსედ დაკარგა, ადვოკატი სასამართლო პროცესების შემჭიდროვებულ ვადებშ ჩატარებას ითხოვს.
შალვა ხაჭაპურიძე ცოტა ხნის წინ “ვივა-მედში” მივიდა, სადაც მესამე პრეზიდენტის ავადმყოფობის ისტორიას გამოითხოვს და ქართველ და უცხოელ ექსპერტებს გადაუგზავნის.
კატეგორიულად მოვითხოვ, რომ დაჩქარდეს სასამართლო პროცესები და დანარჩენს დღესაც შევიკრიბებით, გუსინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. ამ საქმეში ტავიდან იღებენ ახლა მონაწილეობას. დრო უკვე აღარ ითმენს. ახლა მე ვნახავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გუშინ, მოგეხსენებათ, გონება დაკარგა. გამოვითხოვ ავადმყოფობის ისტორიას, ჩანაწერებს, გადავუგზავნით ამერიკელ და ქართველს ექსპერტებს და გავერკვევით რა მოვლენასტან გვქონდა საქმე. უკვე მე-6 ეპიზოდი იყო გონების კარგვის. მივმართავთ მოსამართლეს, გადავადოს თავისი საქმებიი ან გადააწეროს სასამართლოს თავმდჯომარეებს, სხვა მოსამართლეებს მის წარმოებაში არსებული საქმეები და მხოლოდ ამ საქმეზე გადმოერთოს. ეს არის აქაური მექანიზმი, – ამბობს ხაჭაპურიძე.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევებისთვის ამზადებენ. “ვივა-მედში” ახლა ექიმების კოსნილიუმი იკრიბება. მედიკოსებმა სააკაშვილისთვის დამატებითი კვლევები უნდა დაგეგმონ.