სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს – ასეთი შეფასება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დრევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მიეცა მისივე სასამართლოზე დასწრებისა და ჩართვის საშუალება.
“ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო, პატიმარი ვერ ჩართეს თურმე 2 კილომეტრიდან, წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. შიში, გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ ყველაფერს ცდილობენ ახლა რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი. სხვა არაფერი არ ქვია ამას.” განაცხადა ხაჭაპურიძემ
პენიტენციურის სამსახურის წარმომადგენელმა პროცესის დასრულებისთანავე საქალაქო სასამართლო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებს მისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო მოსამართლემ 22 დეკემბრისთვის გადადო.