მთავარისიახლეებიზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა – სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, სოფელ ოქტომბერში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

 მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გავრცელებელი ინფორმაციით, დანაშუალის მოტივი მიწის გამო დავაა, რის გამოც მეზობლებს შორის წარსულშიც არსებობდა დაპირისპირება.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...