მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

Published on

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმის დარღვევით მყოფი დაახლოებით 60 ადამიანი იძულებით დააბრუნეს საქართველოში.

დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციული წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში განხორციელდა. “ოცნების” ხელისუფლება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს აცნობებს, რომ საქართველოში დაბრუნება უსაფრთხოა და მოქალაქეებს სრულად აქვთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები, რაც დეპორტაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება.

გერმანიიდან დადეპორტებულები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათით არცერთხელ არ დაინტერესებულა. ისინი გულისწყვეტას გამოხატავენ იმის გამო, რომ გერმანიიდან წამოსვლა მოუწიათ.

ძალიან კარგი ქვეყანა იყო, მაგრამ რომ დაგვადეპორტეს – ძალიან ცუდია, – ამბობს მოქალაქე.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა - შესაბამისი განცხადება...