ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გააუქმა, შეხვედრაზე უარი თქვა ჯეიკ სალივანმაც
ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ირაკლი კობახიძეც ეწერა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული მიწვევა მას გაუუქმდა. ამასთანავე, ამერიკის ხმის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში უარი თქვეს საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე, ხოლო კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმაც.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე