მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში ომის 479-ე დღე გათენდა - სად რა ხდებოდა ღამით

უკრაინაში ომის 479-ე დღე გათენდა – სად რა ხდებოდა ღამით

Published on

გასული დღის განმავლობაში, მტერმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევის რეგიონში – ექვსი x-47 Kinjal-ის აერობალისტიკური რაკეტითა და 6 “კალიბრის” ტიპისა ფრთოსანი რაკეტით.

12-ვე რაკეტა განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 33 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 59 ჭურვი გაისროლა.

სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის განადგურების გარდა, დაშავდნენ მოქალაქეები.

ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინელებმა თვითნაკეთი კამიკაძე დრონით რუსი ოკუპანტების УМЗ-ის ტიპის დამნაღმველი უნივერსალური დანადგარი გაანადგურეს.

აღმოსავლეთის ფრონტი- უკრაინელებმა საარტილერიო დარტყმით რუსი ოკუპანტების BTR-82-ის ტიპის მორიგი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს.

სამხრეთის ფრონტი— რუსი ოკუპანტების ჯგუფს უკრაინელებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა მოარტყეს- 2 მათგანი ადგილზე განადგურდა.

სამხრეთის ფრონტზე 21:00 საათისთვის, უკრაინელმა მეზენიტეებმა Ka-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი ჩამოაგდეს.

სიახლეები

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ის...

ვგმობთ ამაღლობელის პოლიტიზირებულ განაჩენს – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა

ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის,...

ეს არაა განაჩენი, ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი-ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი მზია ამაღლობელის...

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...