მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი - EU-ს დელეგაცია

ჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი – EU-ს დელეგაცია

Published on

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას მხარს უჭერს.

ევროკავშირის დელეგაცია წერს, რომ ჯობს, პარლამენტმა არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით.

“ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: ჯობს, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

EU 🇪🇺 supports the Venice Commission recommendations: better not to adopt the draft law on de-oligarchisation given the described risks. EU is ready to support the Georgian authorities to find a better way forward with a systemic approach. We can move forward stronger together.

— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) June 14, 2023
შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა. მმართველი გუნდი ევროკომისიას ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ მიიღებენ, თუ ევროკომისია ამ პუნქტს რეკომენდაციებიდან ამოიღებს.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე, ვენეციისა და ევროკომისიის მოსაზრებებში წინააღმდეგობაა.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...