ზელენსკი დღეს ნიდერლანდებში ჩავა და ჰააგაში სიტყვით გამოვა – მედია

0
161

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ ნიდერლანდებში მიემგზავრება – ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიური მედია “ANP” და “RTL Nieuws” ავრცელებს.

“RTL Nieuws-ის” ცნობით, ზელენსკი დღეს ჰააგაში გამოვა სიტყვით – “არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე”. Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეხვედრას გამართავს.

გამოცემებმა ყურადღება გაამახვილეს ფაქტზე, რომ ჰოლანდიის სამთავრობო თვითმფრინავმა ოთხშაბათს საღამოს დატოვა ჰელსინკი, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა და ის უკვე დაეშვა შიფჰოლის საერთაშორისო აეროპორტში.

ჰოლანდიის მთავრობის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ მარკ რუტესთან და პარლამენტის წევრებთან.

წინა სტატიაწუხელ ხერსონი დაიბომბა- დაღუპულია 21 ადამიანი
შემდეგი სტატიაპრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი უერთდება ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური