უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

0
182

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა – ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ოლექსეი გერაშენკო საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს. უკრაინული მედიასაშუალებები კი “ტელეგრამში” წერენ, რომ საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

გერაშენკოს ცნობით, მონიტორინგის რესურსების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰიპერბგერითი რაკეტების პოტენციური მატარებელი MiG-31K კვლავ აფრინდა ბელარუსში, მაჩულიშჩის აეროდრომიდან.

ამ დროისთვის მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისა და იქ დარჩენისკენ მოუწოდებენ.

წინა სტატიაუკრაინა დიდი შეტევითი ოპერაციისთვის ემზადება – სტრელკოვი
შემდეგი სტატიაჩვენსა და ჩვენს ევროპულ მომავალს შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება, “ქართული ოცნება” – სამადაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური