ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა და უკრაინელი დამცველები დააჯილდოვა

0
178

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზეკენსკი დონეცკის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბახმუტთან, უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციებს ეწვია. ვიზიტის დროს მან მოისმინა ანგარიშები ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ.

ზელენსკი შეხვდა უკრაინელ სამხედროებს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას. ზელენსკიმ განაცხადა:

“მე მაქვს პატივი, რომ ვიყო დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში, და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები, მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოვართვი. გმადლობთ, რომ იცავთ სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, უკრაინის აღმოსავლეთს”.

წინა სტატიაევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატარებს ბაზრის კვლევას ზუგდიდის რეგიონალური ოფისისთვის ფართის ქირაობის მიზნით
შემდეგი სტატიამედვედევი “ბირთვული აპოკალიფსის” მოახლოებით იმუქრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური