ვაცნობიერებთ თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას – ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

0
173

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიელებს ჟურნალისტიკის დღე მიულოცა:

“ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს.

საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.

ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია “ქართული ოცნების” მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში”, – ნაქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წინა სტატიარა მოხდა ჯანქოიში – უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულს შეუტიეს
შემდეგი სტატიადავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური