თუ არ ვიბრძოლეთ, სტატუსს არავინ მოგვცემს, მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ – ლევან ხაბეიშვილი

0
153

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველო არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას და ლიდერს, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელსაც ურყევად აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა. ხაბეიშვილი პრემიერმინისტრის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ივანიშვილის პირადი ჩუჩელა” ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის.

მისი თქმით, პარტიას ექნება კონსულტაციები ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან, დასავლელ პარტნიორებთან, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან სტატუსის მისაღებად.

“გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს, თამუნას, ლიკას, მაკას, გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება თურმე, ყველას დააიდენტიფიცირებს და დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აი ეს ჩუჩელა გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ყველაფერი ამ საქმენი საგმირონის უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული – ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ არ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს”, – თქვა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს არ შეეხონ. მისი თქმით, ენმ აგრძელებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან – “უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება”.

წინა სტატიაბათუმში 10 წლის ბავშვი დაიღუპა, რომელიც ბატუტიდან ქარმა გაიტაცა
შემდეგი სტატია“ისე მწყუროდა, ანტიფრიზს ვსვამდი” – ოკუპანტებთან ტყვეობაგამოვლილი უკრაინელი სამხედრო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური