7-8 მარტის აქციებზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა – ომბუდსმენი

0
166

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ – სახალხო დამცველის რანგში ლევან იოსელიანმა პირველი ბრიფინგი ჩაატარა. იოსელიანი აცხადებს, რომ 8 მარტს რუსთაველზე გამართული დემონსტრაცია იყო მშვიდობიანი და ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

მეტიც, თუ რომელიმე მომიტინგე კანონს არღვევდა სამართალდამცველებს ინდივიდუალური, პროპორციული ღონისძიებები უნდა გამოეყენებინათ.

ომბუდსმენი აანონსებს, რო მ ყველა იმ ადამიანის საქმეს შეისწავლის, ვის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, 2023 წლის 7 მარტის საღამოს, გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდიობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება, აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.

ღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ, სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები საფუძვლად დაედო სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტს, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.

შეკრების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად დაშავდნენ ადგილზე მოვალეობის გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში აღენიშნებოდათ დაზიანებები.

განსხვავებით ჩემი მაშინდელი პოზიციიდან, როდესაც პარლამენტში ვიყავი, პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, ბუნებრივია, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანის, ვის მიმართაც იქნება დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება და შეისწავლის ამ საქმეებს.

ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ეცვას ის ფორმა, რა ფორმაც მას მიაჩნია მისთვის შესაფერისად და ამ ფორმით გამოვიდეს ქუჩაში. ვიღაცას მოსწონს ეს ფორმა, ვიღაცას არ მოსწონს. ეს ჩემი შეფასების საგანი არ არის, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

წინა სტატიააქციაზე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, თუმცა ვიცით მათი წარსული – კალაძე
შემდეგი სტატია14-15 მარტს, თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური