ხელისუფლებას აქვს ბოლო შანსი, აჩვენოს, რომ არ არის პრორუსული ძალა – ზურაბიშვილი CNN-ზე

0
186

ახლა არ არის ამ კანონის საჭიროება, არავის მოუთხოვია ის, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი რეგისტრაციის საჭიროება, ამ ადამიანებისთვის უცხოური გავლენის აგენტების წოდება ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, რუსულ პოლიტიკას, რომელიც ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატულების საპასუხოდ ხდება პროტესტის ჩახშობა. ადამიანები საქართველოს პარლამენტის წინ მოდიან მშვიდობიანად და მოითხოვენ, რომ ეს კანონი გაიწვიონ. ვენეციის კომისია კი მომავალ დღეებში დიდი ალბათობით იტყვის, რომ ასეთ კანონს დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი შეამცირონ საზოგადოებასთან უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, რომ აჩვენონ, რომ არ არიან პრორუსული ძალა, აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ის რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არ არის მხოლოდ სიტყვა, არამედ რეალურად არის ის, საითაც მიდიან”.

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში.

წინა სტატიასახელმწიფო მოქალაქეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალას არაპროპორციულად იყენებს – საია
შემდეგი სტატიარუსთაველზე რუსული კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე ისევ 66 ადამიანი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური