ეს კანონი გასაუქმებელია, არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, ვეტოს დავადებ – პრეზიდენტი

0
141

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას ნიუ-იორკიდან მიმართავს და ამბობს, რომ “უაზრო კანონი გასაუქმებელია და არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციაში”. მისივე თქმით, “ჩვენ ერთად ვიდგებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში, ამის პირობა დიდი ხნის წინ მე ჩემ თავს დავუდე”. 

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა თავისუფლების ქანდაკების ფონზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა რუსთაველზე დგას ხალხი ისევე, როგორც თვითონ იდგა არაერთხელ, თავისუფლების დასაცავად. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “კანონს არანაირი აზრი არა აქვს” და ის “არსაიდან მოსულია, თუ არა მოსკოვის კარნახი”. მან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს აქტიურობისკენ მოუწოდა. 

ვიდეომიმართვა შეგიძლიათ ნახოთ ოდიშინიუსის ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილი აპირებს, მოსახლეობას მიმართოს, მან გაეროში შეხვედრები გააუქმა
შემდეგი სტატიადავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას – 9 აპრილის სიმბოლო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური