“დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა” – აშშ-ის საელჩო

0
197

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს განცხადებას, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ პარლამენტი დღეს “კრემლისგან შთაგონებულ კანონებს” განიხილავს.

“დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – ნათქვამია განცხადებაში. 

წინა სტატია“იქნევდნენ მუშტებს, ფეხებს, მაგრამ არც ჩვენ დავაკელით…” – ანა წითლიძე ჩხუბის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები – შსს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური