“მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის” – 3 ოპოზიციური პარტია კამპანიას იწყებს

0
247

“მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის” – “გირჩი მეტი თავისუფლება”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი პარტნიორებთან პირდაპირი საუბარია.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ქმედებებს და “რუსულ კანონს”, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული ამ ფორმით უპასუხებენ.

“24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფი შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ 24 თებერვალს ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარული ვართ უკრაინის, მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ფონზე “ქართული ოცნება” პირდაპირ ვთქვათ, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებად პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, არა თუ არ ასრულებს რეფორმების 12 პუნქტიან გეგმას, არამედ სამწუხაროდ, აინიცირებს რუსულ კანონს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს. ამიტომ ერთადერთი გზა არის, რომ ჩვენ ჩვენი საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ამით მკაფიოდ გამოხატავენ ქართველი ხალხის პოზიციას.

წინა სტატია“პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს”-Amnesty International, HRW მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატია“არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!..” – 2 მარტი გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური