უცხოური გავლენის აგენტები – წარწერა ზუგდიდის მერიის კედელზე

0
232

ზუგდიდის მერიის შენობის კედელზე წუხელ წარწერა გაჩნდა -უცხოური გავლენის აგენტები.ამ წარწერით
აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ პროტესტი გამხატა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ პროექტზე “უცხოური გავლენის აგენტებზე”.

“ზუგდიდის მერიას იმაზე მეტი გრანტი აქვს აღებული, ვიდრე მე, ამ სამ წელში. არც აგენტად დავრეგისტრირდები და არც თქვენ გადაგიხდით ჯარიმას”, – დაწერა “დროას” ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

წინა სტატიასაქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურია რუსეთის მიმართ, ეწინააღმდეგება უკრაინის მცდელობას გაიხსნას მეორე ფრონტი – შამბა
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი რუსეთში დარტყმებს უარყოფს და “ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს” აბრალებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური