2014 წელს, ევროსაბჭოში ჩვენი გამოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა – სამნიძე

0
240

“რესპუბლიკელების” აღიარება 9 წლის შემდეგ – ხათუნა სამნიძე “ოცნების” კოალიციის კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს და ყვება, რომ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა ვლადიმერ პუტინს შუამავლების საშუალებით ბოდიში შეუთვალა. კრემლის ლიდერთან ოლიგარქი თავის მართლების რეჟიმში მას შემდეგ ჩადგა, რაც ევროსაბჭოში “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერების, თინა ხიდაშელისა და ლევან ბერძენიშვილის ანტირუსული გზავნილები მოისმინა.

მაშინ “რესპუბლიკელები” ჯერ კიდევ “ოცნების” კოალიციის წევრები იყვნენ.

“თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრები, ევრო საბჭოში ძალიან ანტირუსული გამოსვლის შემდეგ, რითაც იცავდნენ უკრაინის დონბასს და ყირიმს ამ ანტირუსული ძალიან კრიტიკული გამოსვლების შემდეგ ორჯერ ბიძინა ივანიშვილმა საუბარში დავით ბერძენიშვილს უთხრა, რომ ისეთი კრიტიკული იყო ეს გამოსვლები და ისეთი მძიმე, რომ მას მოუწია და შეუთვალა პუტინს ბოდიში. ეს არის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ცდილობს ქვეყანაში ითამაშოს ორმაგი თამაში, დეკლარილებულად ილაპარაკოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და მეორე მხრივ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას რუსეთისკენ”, – თქვა ხათუნა სამნიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ შუამავლების საშუალებით პუტინს შეუთავალა, რომ ევროსაბჭოში რუსეთის კრიტიკა მისი დავალება არ იყო.

წინა სტატია“აზოვის” ოფიცრის, მარიას ისტორია – იცნობდე გმირებს
შემდეგი სტატიაიმედი მაქვს, პარლამენტი უკან დაიხევს და დაფიქრდებიან, რისი მიღწევა სურთ – დეგნანი “რუსულ კანონზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური