პატრიარქო, გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – დედა სიდონია “რუსულ კანონპროექტზე”

0
287

დედა სიდონია საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს პარლამენტში ინიცირებულ “რუსულ კანონპროექტთან” დაკავშირებით. დედა სიდონია ამბობს, რომ ამ კანონის მიღება სამშობლოს დააკარგვინებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

“ის ადამიანები უნდათ რომ იწოდებოდნენ უცხოეთის აგენტებად, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს, ამ ქვეყნის, მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, როგორღაც ჩიხიდან გამოიყვანეს უცხოეთიდან დაფინანსებული წარმოებით და უამრავმა ადამიანმა, ქართველმა, ნახა ამით განვითარება და ბედს ეწია”, – ამბობს დედა სიდონია.

მისივე თქმით, ხალხი დაბნეული და შეშინებულია და ერი დაუჯერებს პატრიარქის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

“პატრიარქო, თუ თქვენი არჩევანი შეგნებულად არ არის რუსეთი, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენ სამშობლოს, შეიძლება ახლა ბევრისთვის ძალიან მძიმე რამ უნდა გითხრათ, მაგრამ განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები იმ თავგანწირვად, რომელიც მე ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გავწირე, რომ სამშობლოსთვის, ჩვენი ერისთვის, ქართველი ხალხის განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, თქვენ გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი, მხოლოდ თქვენ დაგიჯერებენ პატრიარქო, მხოლოდ თქვენ, არავინ სხვას. არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს რუსეთთან ხედავთ”, – ამბობს დედა სიდონია.

წინა სტატია“უკან გადადგმული ნაბიჯია” – NATO “ოცნების” რუსულ კანონპროექტზე
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური