თავისუფლება გაიმარჯვებს და მოიტანს ცვლილებას – ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტს

0
148

ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს სიტყვით მიმართავს. გამოსვლისას ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომზე ისაუბრა და თქვა, რომ სამყარომ ერთხელ უკვე დაამარცხა დიდი ბოროტება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლის.

“ჩვენმა სახელმწიფოებმა დაიცვეს თავისუფლება მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენ რკინის ფარდა გვყოფდა. ჩვენმა ხალხმა გაიარა კრიზისი და ზრდა, სოციალური დანაკარგი და შენაძენი და ეს იყო რთული, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით ძალას და გამძლეობას, რომ წინ წავსულიყავით და შედეგისთვის მიგვეღწია. ეს არის ჩვენი მიწის და თქვენი ტრადიციების საფუძველი, უკრაინელებმა და ბრიტანელებმა დაამარცხეს ომის შიში და აქვთ დრო, რომ დატკბნენ მშვიდობით. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა შეგვხვდა ჩვენი და თქვენი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენ, თქვენ და მთელმა კაცობრიობამ მივაღწიეთ შედეგს – ბოროტება დამარცხდა. ჩვენ მუდამ შევეწინააღმდეგებით ბოროტებას – ეს ჩვენი და თქვენი ტრადიციების საფუძვლებშია. თუმცა ჰორიზონტი დიდხანს არ რჩება ცარიელი, როგორც კი ერთი ბოროტება დამარცხდება, მეორე ცდილობს თავის აწევას. თქვენ გაქვთ განცდა, რომ ბოროტება კიდევ ერთხელ დაიმსხვრევა? ახლა თქვენს თვალებში ვხედავ იმავეს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ – ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს. ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს და ეს იქნება ცვლილება, რომელიც სამყაროს დიდი ხანია სჭირდებოდა “, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში დღეს 8 თებერვალს ჩავიდა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა, მოგვიანებით კი დაგეგმილია შეხვედრა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მეორესთან.

წინა სტატიაპროტესტი გრძელდება – 17 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაბადრი ესებუა ბანკის ძარცვას არ აღიარებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური