პროტესტი გრძელდება – 17 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

0
117

პროტესტი გრძელდება – 2 საათში იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება.

ადგილზე ენმ-ს წევრები, რიგითი მოქალაქეები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობაა. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულებისა და არაადამიანური მოპყრობის, რომელსაც დაკავების დღიდან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს ადგილი.

ენმ-ში ამბობენ, რომ ყოველდღიური პატარ-პატარა აქციები აუცილებელია მასშტაბური პროტესტის მოსამზადებლად. ნაციონალური მოძრაობა მსგავს პროტესტს ყოველდღიურად გეგმავს. უკვე ხვალიდან კი რეგიონებში გავლენ.

წინა სტატიათურქეთში, მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათავისუფლება გაიმარჯვებს და მოიტანს ცვლილებას – ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური