ფაქტობრივად სასამართლო სისტემა არ გაგვაჩნია – ხაჭაპურიძე

0
137

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. პარალელურად დაცვის მხარე აპირებს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართოს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმე, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში შევა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს,რომ დრო არ ითმენს და სამართლებრივი საკითხების განხილვა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

“საქართველოს სასამართლომ კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა ტესტი, ფაქტობრივად სასამართლო სისტემა არ გაგვაჩნია. გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, იყო უკანონო, დასაბუთებას მივიღებთ და უფრო დეტალებში გავეცნობით. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ მძიმე რჩება, დრო არ ითმენს, ამიტომ, გადაწყვეტილებას ავიღებთ თუ არა, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე იქნება გასაჩივრებული”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი განცხადებით, გასაჩივრების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რაზეც ადვოკატები ერთად იმსჯელებენ.

ცნობისთვის, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

წინა სტატიათურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 7 900-ზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიაკობა ნაყოფიამ ახლადარჩეული პოლიტსაბჭო დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური