კობა ნაყოფიამ ახლადარჩეული პოლიტსაბჭო დატოვა

0
141

კობა ნაყოფია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. მისი განცხადებით ის არ იქნება იმ პოლიტიკურ საბჭოში, საიდანაც “გააგდეს” გიორგი პატარაია და სხვა წევრები.

“მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს…

მერე რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ.” – აცხადებს კობა ნაყოფია.

წინა სტატიაფაქტობრივად სასამართლო სისტემა არ გაგვაჩნია – ხაჭაპურიძე
შემდეგი სტატიადღეს, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური