ბადრი ესებუა დააკავეს – მთავარი არხი

0
279

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს.  ესებუა ზუგდიდში გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის ადვოკატისთვისა და ოჯახისთვის. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

წინა სტატიასაქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადმოგვცეს ის – უკრაინა
შემდეგი სტატიათურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 7 900-ზე მეტი ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური