მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გამოსვლის – წითლიძე

0
208

“საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის შემდეგი, თავს ვალდებულად ვთვლი განვმარტო.

იმ გადაწყვეტილების შემდეგ რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ ან საპარლამენტო ან საკრებულოებში მუშაობა.

ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის თბილისის საკრებულოდან გამოსვლის.

ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია ვინც პარლამენტის მანდატიის დატოვებას ემხრობა საკრებულოებიდან გამოსვლას არა.

შესაბამისად, პოზიციას ნახ ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ ეს არ შევიმჩნიოთ სწორი არ მგონია.

თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარტიის ყველასთან შეთანხმებული პოზიცია. ჩვენ ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ რუსული ოცნება”.

წერს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე

წინა სტატიასაპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, თუ ენმ რჩება პარლამენტში – მელია
შემდეგი სტატიაარ შეიძლება ადამიანი წამებით მოვკლათ – მარგველაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური