საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

0
166

20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. მათ შორის ერთი პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილია. სროლის შედეგად, ასევე, დაიღუპნენ დათო ნასრაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე და ზაქარია მათიაშვილი.

სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა თავდამსხმელმაც, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა.

რაც შეეხება შემთხვევის დროს დაჭრილებს, ამ დრომდე მძიმეა 24 წლის გიორგი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება. კიდევ ორ პაციენტს, უახლოეს დღეებში გაწერენ.

წინა სტატიაბუნდესტაგში “მთავარი არხისა” და “ფორმულას” წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
შემდეგი სტატიაესტონეთი რუსეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური