ჩვენი მხრიდან დასაკითხია კიდევ 17 მოწმე, პლუს პენიტენციურის – ხაჭაპურიძე

0
186

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ მორიგი პროცესი გაიმართება. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამის საშუალება, სავარაუდოდ, ისევ არ ექნება.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დასაკითხია მათი მხრიდან კიდევ 17 მოწმე.

“სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ დაესწროს ფიზიკურად სასამართლო პროცესზე და ჩაერთოს ამ პროცესის მსვლელობაში, გააჩნია რაღაც კითხვებიც, მოსმენაც უნდა და ა.შ. როგორც ხედავთ, ის არ გადმოჰყავთ მისი ავადმყოფობის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ დაიკითხება უცხოელი ექსპერტიც, ქართველი ექსპერტებიც, დათვალიერდება ამერიკიდან ჩამოტანილი ნივთმტკიცება თმის ნიმუშები.

დასაკითხი არის კიდევ 17 მოწმე, და პლუს პენიტენციურს ჰყავს კიდევ დასაკითხი. არ გამოვრიცხავ დავაყენო შუამდგომლობა პენიტენციურის თანამშრომლები ვინც მოითხოვეს იმათი დაკითხვის მოხსნაზე”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

წინა სტატიადამატებითი ძალები შეიყვანეს, თავიანთი სამხედროების ცხედრებს ნაღმავენ – გაიდაი ოკუპანტებზე
შემდეგი სტატიასამწუხაროა, როდესაც სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს – კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური