უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე გვემუქრება – სანდუ

0
177

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, თითოეულ მათგანს საფრთხე დაემუქრება.

“ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას, გვინდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება. დიახ, რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება…. ჩვენ რუსეთს უახლოეს მომავალში დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე რჩება”, – თქვა სანდუმ.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვა უმკლავდება გამოწვევებს, რომლებიც უკრაინაში ომის შემდეგ ქვეყანაში შექიმნა იმ დიდი დახმარების წყალობით, რომელიც ევროკავშირისგან და პარტნიორებისგან მიიღო.

წინა სტატიალავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება
შემდეგი სტატია14 დაღუპულიდან 1 ბავშვია, ერთი ბავშვის ბედი უცნობია, მას ეძებენ – ბროვარის ტრაგედია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური