თემურ ჯანაშია კლინიკაში გადაიყვანეს – მან შიმშილობა შეწყვიტა

0
171

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალი, პარლამენტის წევრი თემურ ჯანაშია კლინიკაში გადაიყვანეს – მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა. 

მანამდე შიმშილობა შეწყვიტა დავით კირკიტაძემაც – მიზეზი ორივე შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებაა. 

პარლამენტის სხდომათა დარბაზთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა ანა წითლიძემ, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ დაიწყეს. მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა.

თავდაპირველად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა ისმაილოვმა შეწყვიტა, მერე დავით კირკიტაძემ, დღეს კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშია გახდა იძულებული, შიმშილობა შეეწყვიტა. 

წინა სტატიაარტ თერაპია – ხელსაქმე საქველმოქმედო მიზნებისათვის
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური