მიხეილ სააკაშვილი ვივა მედში უკრაინის კონსულმა მოინახულა

0
213

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ის ცოტა ხნის წინ მოინახულა უკრაინის კონსულმა, რომელმაც ვივა მედის საკნად გადაკეთებული პალატა მედიასთან კომენტარების გარეშე დატოვა.

როგორც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ვივა მედში დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივა.

მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობს გიული ალასანიაც. მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც და ადვოკატებიც სასამართლო პროცესების დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პაციენტის გადასარჩენად დრო ბევრი აღარ დარჩა.

შემდეგი პროცესი მოსამართლე გიორგი არევაძემ ერთი კვირის შემდეგ, 29 დეკემბერს ჩანიშნა. დასაკითხი მოწმეების რაოდენობის და მოცულობითი საქმის მასალებიდან გამომდინარე კი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები შიშობენ, რომ სხდომების გაჭიანურება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება.

წინა სტატიაგიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათბილისში, ჯავის ქუჩაძე, კაცი მოკლეს – ენმ-ის წევრი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური