გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. ის ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძეა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სირაბიძე განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. მან ჟურნალისტების შეკითხვებს – ვის დავალებას ასრულებდა, როცა კირთაძეს თავს დაესხა, პასუხი არ გასცა.
შეგახსენებთ, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს აჭარაში, თავს გუშინ, 19 დეკემბერს, პირდაპირი ჩართვისას დაესხნენ თავს და კვერცხები ესროლეს. მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელი კადრებში კარგად ჩანს, სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან თითქმის 24 საათის შემდეგ დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.