მთავარისიახლეებიყველაფერს ვცდილობთ ქართველები" - უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ჯერ ვერ...

ყველაფერს ვცდილობთ ქართველები” – უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება

Published on

უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამოსვენება ქალაქ ბახმუტიდან მეოთხე დღეა ვერ ხერხდება. ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია, რის გამოც ქართული ქვედანაყოფი ფრონტის ხაზზე შესვლას ვერ ახერხებს.

ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ბახმუტთან სასტიკ ბრძოლაში სამ დეკემბერს დაიღუპნენ. ხუთივე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.

“ბოდიშს ვუხდი ჩვენი ძმების ოჯახებს. ყველაფერს ვცდილობთ ქართველები, ქართველი პარტიზანები. 2014 წლიდან აქ ვომობთ და ვიცით რა ხდება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შეტევები ხორციელდება ქალაქ ბახმუტზე, მაგრამ ვიგერიებთ. მარტო ჩვენ არ ვართ, აქ უკრაინული არმია დგას, რომელიც ვაჟკაცურად, ადამიანურად, რაც შეეხებათ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი არ დაიკარგოს”, – თქვა უკრაინაში მებრძოლმა, დათო ქუქჩიშვილმა.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...