მოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი, ამის საზღაურს მიიღებს ყველა – გიგი უგულავა

0
399

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც მიხეილს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა იმყოფება.

გიგი უგულავამ “მთავართან” საუბრისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ის საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

“ეს არის ქართული ოცნება, უსინდისობის, უტიფრობის, ცივსისხლიანობის და სიმხდალის ნაზავი. ეს ეპითეტები გაზავებულია სიმხდალეში, რასაც ესენი აკეთებენ მხოლოდ მშიშარა ადამიანებს შეუძლიათ. გუშინ კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ სააკაშვილს იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ შეიძლება ქვეყანა არიოს. ეს არის პირდაპირ ივანიშვილს სიტყვები – ეს არის შეშინებული, მხდალი, ჩასვრილი ადამიანების, რომელიც ქვეყნისთვის მართლა არის სახიფათო.

ამიტომ სააკაშვილი ყველა ვარიანტში გათავისუფლდება, მაგრამ ის თავისი ჯანმრთელობით იხდის თავისუფლების ფასს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ქუჩაში გამოსვლა და ამის გაპროტესტება და ხმის ამოღება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ საზოგადოებად დავრჩეთ, შევდგეთ საზოგადოებად და სახელმწიფოდ. ეს ჩვენ გვჭირდება ადამიანებს და არა მიხეილს სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სასწრაფოდ გადაყვანა რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ქვეყანამ უფსკრულში არ ამოყოს თავი, როგორც 30 წლის წინ ვიყავით, ამის საფრთხე არის რეალური.

განსაკუთრებით მთავრობას ეხება ეს და იმ ხალხს, ვინც მთავრობას აგიჟებს ამით, რომ სააკაშვილი რომ გაუშვან ახლა ქვეყანა ამოყირავდება. სიცრუეა – ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ რომ კვდება და თუ მოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი, ამის საზღაურს მიიღებს ყველა, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს პირდაპირ თუ ირიბად”, – თქვა გიგი უგულავამ.

წინა სტატიამხოლოდ ერთობით იქნება შესაძლებელი, ასეთ რეჟიმებს უკან დაახევინონ- ზურა ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაუკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური