ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი ენმ-ში თვამდჯომარეობის არჩევნების სასწრაფო წესით ჩატარებას მოითხოვს

0
165

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი ენმ-ში თვამდჯომარეობის არჩევნების სასწრაფო წესით ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ პროცესის გაჭიანურება პარტიისთის მიზანშეწონილი არ არის და პარტიას აზიანებს.

პროცესის დაყოვნება, გადადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება ენმ-ისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები.

ამისათვის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა და განისაზღვროს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

წინა სტატიაადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია
შემდეგი სტატიამიშა უნდა გადარჩეს!” | დღეს, 15:00 საათზე, “ოცნების” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური