ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია

0
190

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთ მძიმე მდგომარეოაბში აქამდე არ უნახავს. ეს განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ დღეს “ვივა-მედში” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ გააკეთა.

მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს. ეს, რაც ვნახე, კოშმარი იყო სრული. ძალიან ცუდად არის, ვერ დადის. მე ბოლოს ვნახე, ბოლოს რომ პროცესი იყო, მაგის მეორე დღეს. დათანხმდა ექსპერტიზის ჩატარებას. ჩვენ არც არასდროს ვიყავით ამის წინააღმნდეგი. ერთადერთი მოვითხოვ, რომ ექსპერტიზის ჩატარებას დაესწრნონ ჩვენი ექსპერტები, – თქვა ხაჭპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შუამდგომლობის საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძის აცილების წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ახლა დროის დაკარგვა არ შეიძლება.

არევაძესთან დაკავშირებით თქვა, რომ არაა წინააღმდეგი. თქვა, რომ აცილება არ უნდა დავაყენოთ, ვინაიდან აცილება კიდევ გამოიწვევს დროის დაკარგვას და ამისთვის დრო არ აქვს, იმიტომ, შეიძლება მოვკვდეო, – თქვა ხაჭაპურიძემ.

წინა სტატიასააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა კონფიდენციალურად გადმომეცა – ნინო ლომჯარია
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი ენმ-ში თვამდჯომარეობის არჩევნების სასწრაფო წესით ჩატარებას მოითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური