“პირობას გაძლევთ, ისინი გაიქცევიან” – რეზნიკოვი ოკუპანტებზე

0
278

ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალები და ტექნიკა აღარ აქვთ. მომარაგებასაც ვერ ახერხებენ რადგან ვანადგურებთ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას.

რეზნიკოვმა გაიხსენა ომის დასაწყისი, მოლოდინები და დღევანდელი რეალობა:

“მსოფლიოში ჩვენი ძალებისა და გამარჯვების არავის სჯეროდა. ამბობდნენ, რომ მალე დავმარცხდებოდით. უკრაინას ყოველთვის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნად მიიჩნევდნენ. არ გვაღიარებდნენ. ჩვენს არმიასაც საბჭოთა სტანდარტების არმიად აცხადებდნენ. ამბობდნენ, რომ რუსული და უკრაინული არმია ერთმანეთისგან მხოლოდ სიდიდით განსხვავდებოდა. რუსებს ეგონათ რომ 3 კვირაში კიევში აღლუმს გამართავდნენ და ხალხი ყვავილებით შეხვდებოდნენ. წარმოიდგინეთ რომ უკრაინაში საბრძოლველად ჩამოვიდნენ ის რუსი სამხედროები რომლებსაც უნიტაზი, სარეცხი მანქანა, ელექტრო მადუღარა და სხვა ტექნიკა თვალით არ უნახავთ. უნიტაზიდან სვამდნენ წყალს. სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ. სვამდნენ, ძარცვავდნენ, კლავდნენ და ქალებს აუპატიურებდნენ. როდესაც მათი განადგურება დავიწყეთ, გაუკვირდათ ! ვერ გაეგოთ რატომ ვანადგურებდით.. რუსებს მორალი არ გააჩნიათ. განსხვავებული ვითარებაა უკრაინულ არმიაში. ჩვენ ვიცავთ სამშობლოს და საკუთარ მიწას. ჩვენ მაღალი მორალი გვაქვს. უნდა ვიარსებოთ როგორც ქვეყანა და ერი. ბრძოლის ველზე კიდევ მცირე წარმატება გვჭირდება რათა რუსები მორალურად საბოლოოდ გატყდნენ და გაიქცნენ. პირობას გაძლევთ ისინი გაიქცევიან. ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალები და ტექნიკა აღარ აქვთ. მომარაგებასაც ვერ ახერხებენ რადგან ვანადგურებთ.” თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

წინა სტატიაუკრაინამ ომის მიმდინარეობა სათავისოდ შეცვალა, თუმცა ომი 2023 წლამდე გაგრძელდება – ISW
შემდეგი სტატიადღეიდან, რუსეთის მოქალაქეები EU-სთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ სარგებლობენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური