მზად ვართ, რუსეთ-ბელორუსის სახელმწიფოთა კავშირს შევუერთდეთ – ბჟანია

0
289

თუ რუსეთის მეთაურობით შეიქმნება საკავშირო სახელმწიფო, რომელშიც შევლენ ბელორუსი და სხვა ქვეყნები, ამ კავშირს შევუერთდებით, ეს აფხაზების გულისთქმასთან ახლოსაა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა.

„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. [საკავშირო სახელმწიფოს] იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბჟანიამ.

“რომის პაპის განცხადებამ გული გაგვიტეხა…” – დიმიტრო კულება

წინა სტატია“რომის პაპის განცხადებამ გული გაგვიტეხა…” – დიმიტრო კულება
შემდეგი სტატიათბილისში ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნით პლაკატები გააკრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური