35-ე არმიის საკომანდო პუნქტი განადგურებულია, ჩამოგდებულია 10 თვითმფრინავი – უკრაინის გენშტაბი

17 მარტის განახლებული მონაცემების მიხედვით, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს, 16-17 მარტის ღამეს განადგურებულია მოწინააღმდეგის 35-ე არმიის საკომანდო პუნქტი. მტრის დანაკარგი ზუსტდება.  გენშტაბის მონაცემებით, ასევე განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 თვითმფრინავი, მათგან ორი ბომბდამშენი სუ-34, სამი გამანადგურებელი Су-34СМ, ორი ვერტმფრენი და ერთი უსა (უპილოტო საფრენი აპარატი). ინფორმაცია კიდევ ერთ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე ზუსტდება.