უკრაინელებმა რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су34 და მოიერიშე Су25СМ ჩამოაგდეს

ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები და ინფორმაცია უკრაინაში ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.  გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია ერთი საფრონტო ბომბდამშენი Су34 და ერთი მოიერიშე Су25СМ. შეგახსენებთ, უკრაინას “სტინგერების” (“მიწა-ჰაერი” ტიპის რაკეტები) და ტანკსაწინააღმდეგო “ჯაველინების” ახალი პარტიები გუშინ ღამით, ესტონეთიდან მიაწოდეს.